ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია“, – წერსფეისბუკისგვერდზეხალხის ძალისწევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

საარჩევნო მარათონის 5 ნოემბრის კულმინაციამდე შვიდ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო ამომრჩევლების განწყობისქარიაშკარად ტრამპისიალქნების აფრებსავსებს.

პანიკის დროა“, რადგანჯო ბაიდენის კამპანიას უჭირს“, − წერს ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ტაილერ ბურდენი Zero Hedge ინტერნეტ ბლოგში: „2024 წლის არჩევნები სრული ტემპით მიმდინარეობს და ბაიდენს ნამდვილად უჭირსის უკვე უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩამორჩება ტრამპს.

ამომრჩევლები გამოთქვამენ შეშფოთებას მისი პოლიტიკის, ლიდერის თვისებების, ასაკისა და კომპეტენციის მიმართ. კოალიცია, რომელმაც ბაიდენი 2020 წელს გამარჯვებამდე მიიყვანა, დაიშალა; „ტრადიციული უპირატესობა, რომლითაც დემოკრატები სარგებლობდნენ აფროამერიკელების, ლათინო ამერიკელებისა და აზიელების მხარდაჭერის თვალსაზრისით, შემცირდა იმ დონემდე, რაც ქვეყანას არ ახსოვს მათი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის შემდეგ“.

დემოკრატებისთვის ყველაზე საგანგაშო ტენდენციაა აფროამერიკელების ნაკადის ზრდა რესპუბლიკელთა ბანაკში. თუ 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა შავკანიან ამერიკელთა 87%-ისგან მიიღო ხმა, ახლა მხარდაჭერა 63%-მდე შემცირდა.

თუ იმ წელს სამი ლათინო რამერიკელი ამომრჩევლიდან ორმა აირჩია დემოკრატიული კანდიდატი, ახლალათინოელებისუმრავლესობა რესპუბლიკელთა მხარეზე გადავიდა.

ახლო აღმოსავლეთის ემიგრანტებსა და ერთგულ მუსლიმებს შორის ბაიდენის რეიტინგი შემცირდა მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას, რათა გაეგრძელებინა ღაზას სექტორისჰამასისმებრძოლებისგან გაწმენდა.

ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით რისხვას აწყდება პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოების ყველა ფენაში იმის გამო, რომ მან გააუქმა პრეზიდენტ ტრამპის ყველა აღმასრულებელი ბრძანება უკონტროლო იმიგრაციასთან დაკავშირებით, რითაც ხელიშეუწყო არალეგალური ემიგრანტების შეჭრას სამხრეთ საზღვარზე.

ობამაკლინტონბაიდენის ადმინისტრაციის პირველი სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აშშის მოსახლეობა 7-დან 10 მილიონამდე არარეგალური მიგრანტით იყო შევსებული, რამაც გადატვირთა ქალაქებისა და მთელი შტატების ბიუჯეტები და რიგითი ამერიკელების სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მთელი რიგი საბიუჯეტო სახსრები შეამცირა.

ამას არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოეხდინა როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ამომრჩევლის ნდობაზე იმ მოხუცებულის მიმართ, რომელიც რეგულარულადესალმება სიცარიელეს“.

შედეგად, ActiVote-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ტრამპსა და ბაიდენს შორის ამომრჩეველთა ლოიალობის ხარისხში სხვაობა იყო უკვე არა ოთხი, არამედ ექვსი პროცენტი (53% 47%-ის წინააღმდეგ). დემოკრატებში არსებული უთანხმოება ასევე ხდება პანიკის გაღვივების კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია.

აშშის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკიდურესი იმედგაცრუება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მიმართ დაადასტურა მისმა დამამცირებელმა განაჩენმა საკუთარ ყოფილ ვიცე პრეზიდენტზე: „ნუ დააკნინებთ ჯოს უნარს, ყველაფერი გააფუჭოს“.

წითლებისთვის“ (რესპუბლიკელები) დამატებით ბონუსად გვევლინება ასწვე ტექნოლოგიური რევოლუციების მმართველი (რომელმაც Twitter გაათავისუფლა ლიბერალური ცენზურისგან), ქარიზმატული მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც დიდი ხანია უკვე ღიად გადავიდა ტრამპის მხარეს.

იმის გამო, რომ დემოკრატები („ლურჯები“) „ალქაჯებზეაზარტული ნადირობით არიან დაკავებულნი, ხოლო მასკი წარმოდგენილი ჰყავთ ერთერთ ძირითადალქაჯად“, რომელიც ეჭვმიტანილია ჩინეთისა და რუსეთის მიმართ ფარულ სიმპათიებში, ის პირდაპირ აცხადებს, რომ სურსწითლებისტრიუმფის არა მხოლოდ მოწმე, არამედ მონაწილე იყოს და აწიოს ის “ტალღაარჩევნებში, რომელიც ჩამორეცხავს მის დემოკრატ მტრებს.

მოკლედ, Zero Hedge-ის ფრაზას რომ დავესესხოთ, ბაიდენიშარშია“. ლეგალური საშუალებებით ტრამპის სასამართლოთხრილში ჩაგდებავერ მოხერხდა.

აშშის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცალკეული შტატების სასამართლოები არ სარგებლობენრომაული სამართლის უფლებამოსილებით“, გამორიცხონ რესპუბლიკელები კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რადგან ეს ფედერალური პრეროგატივაა და ამაში ფედერაციის სუბიექტები არ უნდა ჩაერიონ.

რა კონტრ თამაშის შეთავაზება შეუძლიათლურჯებს“? − მხოლოდ ფსონების აწევა. თუ შეუძლებელია არჩევნების სამართლიანი გზით მოგება, მაშინ ერთადერთი ვარიანტი რჩებაბინძური თამაში.

როგორც ჩანს, ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მოქალაქეების პროპაგანდა და ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებასნეოლიბერალური სიღრმისეული სახელმწიფოს“ (deep state) კურთხევით, მიუღებელიუცხო ადამიანისფიზიკურ ლიკვიდაციას.

საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის სიტყვებს ოჰაიოში გამართულ მიტინგზე, რომისარ დაემსგავსებოდა აშშის პირველ (რესპუბლიკური პარტიიდან) პრეზიდენტ აბრაამლინკოლნს, რომელსაც ესროლა მსახიობმა ჯონ ბუტმა“.

ნეოლიბერალური MSNBC-ის ყოფილმა წამყვანმა, კიტ ოლბერმანმა, მაშინ ამას საშინელი კომენტარი მოაყოლა: „ყოველთვის არის იმედი“. დემოკრატმა კონგრესვუმენმა ქეითი პორტერმა (წარმომადგენელთა პალატა), თავის ბლოგში შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ტრამპი მალე წააგებს, ან ციხეში წავა, ან არ ვიცი, ინფარქტი დაარტყამს. მე არ ვიცი, როგორი იქნება მისი დასასრული, მაგრამ ეს დასასრული ნამდვილად ექნება“.

კიდევ ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა, დენ გოლდმანმა, „ლეგენდარულჯენ ფსაკისთან ინტერვიუში, უხეშად და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე განაცხადა, რომ ტრამპი უნდა იქნასლიკვიდირებული“.

რომ არა მდიდარი ამერიკული ისტორია, ამ განცხადებებს უბრალო მუქარების კატეგორიას მივაკუთვნებდით. არასასურველი და არასასიამოვნო ოპონენტის მიმართ რეპრესიების შესახებ საჯარო მოწოდებების უგულებელყოფა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არაპოლიტიკური მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობათა განსაკუთრებულად მდიდარი ქრონიკა, რომელიც ახასიათებს ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ერის ისტორიას.

შთამბეჭდავია სახელმწიფოს პირველი (და მეორე) პირების სია, რომლებმაც დაქირავებულ მკვლელთა ხელით დატოვეს ეს სამყარო. აშშის დამფუძნებელი მამის, ლინკოლნის შემდეგ მოკლეს აშშის მე-20 პრეზიდენტი ჯეიმს აბრამ გარფილდი, აშშის 25- პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი და აშშის 35- პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი.

მისი ძმა რობერტი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ცდილობდა დაეკავებინა თეთრი სახლისმთავარი სავარძელი, ასევე, დემოკრატ გოლდმანის რიტორიკით, „ლიკვიდირებულ იქნა“. მკვლელობების წარუმატებელ მცდელობათა რეესტრში ასევე შეყვანილია: რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, რონალდ რეიგანი. დონალდ ტრამპსაც ჰქონდა შანსი შესულიყო ამ რეესტრში.

მაგრამ! 2016 წლის 18 ივნისს, ლას ვეგასში, ნევადაში, მიტინგზე, ბრიტანეთის მოქალაქე მაიკლ სტეფან სენდფორდი, მისივე აღიარებით, ცდილობდა პოლისმენისთვის იარაღის წართმევას ტრამპის მოკვლის მიზნით, თუმცა ეს მცდელობა არ ჩაითვალა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა… „წვრილმან ხულიგნობას“. აღმოჩნდა, რომ სენდფორდიფსიქიკურად არანორმალური იყო. 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ ის ბრიტანეთში გააძევეს. თუმცა ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ პრეცედენტი არსებობდა, რაც ნიშნავს, რომის შესაძლოა ვინმემ კიდევ ერთხელ გაიმეოროს.

2024 წლის მარტშივირუსულადგავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორიდის სამართალდამცავები ეძებდნენ ვინმე მაჯიდ ფარაჰანს, „ირანელ ჯაშუშს“, რომელიც აპირებს შური იძიოს ტრამპის გარემოცვის გამოჩენილ ოფიციალურ პირებზე (ვინ იცის, შესაძლოათავად ყოფილ პრეზიდენტზეც), რომლებიც 2020 წელს მონაწილეობდნენ ლეგენდარული გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში.

FBI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარაჰანი პოტენციურ თავმდამსხმელთა გადმობირებით იყო დაკავებული. გენიალური კომბინაციაა: ერთი კარგად დამიზნებული გასროლით შეგიძლიათ გაანადგუროთ საძულველი ბოროტმოქმედი ტრამპი, რითაც უზრუნველყოფთმძინარე ჯოსხელახლა არჩევას და ამავდროულად, როგორც ნიუ იორკში ტყუპებისკოშკების ძალიან საეჭვო ნგრევის შემდეგ, დამაჯერებელი მიზეზი მიეცემოდა საერთაშორისო ისლამურ ტერორიზმთანბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად.

როგორც ჩანს, რესპუბლიკელებისა და მათი მომხრეების ბანაკში (განსაკუთრებით სამხედრო წრეებში), დიდია იმის ალბათობა, რომ ბაიდენის დემოკრატები მზად არიან ეს სასიკვდილო ცოდვა აიღონ თავის თავზე. როგორც ჩანს, ამ საფრთხემ აიძულა მრავალვარსკვლავიანი პენსიონერ გენერალთა ჯგუფი, უზენაეს სასამართლოში გაეგზავნა შეკითხვა მთავარსარდლის, ანუ ჯო ბაიდენის ბრძანების ლეგიტიმურობის შესახებ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციის თაობაზე.

ამ შეკითხვის ხელმომწერთა შორის არიან ცნობილი პირები: გენერალი უილიამ ჯერალდ ბოიკინი, აშშის თავდაცვის მდივნის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობდა დაზვერვას ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს და გენერალი კიტ კელოგიევროპაში სპეცრაზმის ყოფილი მეთაური.

არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ეს პრევენციას ემსახურება და საეჭვოა, რომ ობამაკლინტონბაიდენის კლანი გადაწყვეტს დონალდ ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე (როგორცსაბოლოო არგუმენტი“) ბრძანება გასცენ, თუმცა როგორც ფრანგები ამბობენ, „ბედის ბოლო სიტყვა არასოდეს იცი“ (On ne sait jamais le dernier mot du sort)“, – წერს დავით ქართველიშვილი.