ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი“, – წერსხალხის ძალისწევრი თამთა მეგრელიშვილიფეისბუკისგვერდზე.

  “ხელოვნების სახელს ამოფარებული ხოშტარიების ოჯახი რუსული პატრიოტიზმით თუ დაიკვეხნის

 მათ წლებია უწყვეტად ერიცხებოდათ და დღესაც ერიცხებათ ფული რუსეთიდან, რომელსაც დიდი მონდომებით მალავენ და მალავდნენ მანამ, სანამ მათი ღია მხილება არ მოხდა.

ქრონიკისინფორმაციით, ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა.

 ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი.

ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება. ეს ის ფულია, რომელსაცსუნიარ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის.

რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ ქრონიკისჟურნალისტს შეურაცხყოფაც კი მიაყენა, რადგან იცის, რომ ამ თემაზე საუბარი მისი ოჯახისათვის მომგებიანი არ არის.

 მინაწერი: არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე.

ჰელენ, ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი“,  წერს თამთა მეგრელიშვილი.