ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო. უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძეფეისბუკში“.

ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ!

აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ იმას,  რასაც სამშობლოს მოყვარული პრემიერი იცავს!

უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო!

უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო!

უსამშობლოთა კასტა ბოლო ხმით მოსთქვამსეს რა გააკეთა პრემიერმა, როგორი ადეკვატური პასუხები გასცა მასპინძელს  და რატომ არ წაიყარა თავზე ნაცარიო!

უსამშობლო, ღირსება დაცლილი, უცხოურ გრანტებს მიშტერებული ვითომაც პოლიტსუბიექტობას წაპოტინებულნი წუხან, რატომ და როგორ  ახერხებს ბოლო ორი   საქართველოზე შეყვარებული თხემით ტერფამდე პატრიოტი პრემიერი, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზეო!

გეტყვით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს თქვენ გაიგოთ

სამშობლოს სიყვარულით და ღირსებით!

რომელთაგან თქვენ სამწუხაროდ არცერთი  არ გაგაჩნიათ! და ვერც ვერასოდეს შეიძენთ!

ვინაიდან ეს ერთერთი უმთავრესთაგანია, რომელიც ქართული გულიდან უნდა გამოდიოდეს, რომელსაც ზენა აძლევს მხოლოდ კაცს და არა  პატრონების მიერ ქვეყნის ღალატის საფასურად გამოგზავნილი გრანტები!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.