ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს“, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფობიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კიდევ ერთხელ განხორციელდა.

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული  არ მოსწონს.

ეს როგორი პოზიციაა, რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის და რეალურად მართლა მრუდე პროპაგანდის მიმართ, რომელსაც ხოშტარია ზოგადად ეწევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.

ელენე ხოშტარია პირდაპირ არის მიბმული რუსულ ფულზე, პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან რაიმე სახის დემაგოგია, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომრაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილის მომგვრელია, რადგანაც ფაქტია, რომ რუსული რუბლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ხოშტარიებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.