“მგიმოელი” უსამშობლო ელენე ხოშტარიას დასპონსორების მეთოდი მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა შეცვალეს და იელენა გეორგიევნას გირვანქა სტერლინგებში ჩაურიცხეს”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის თაობაზე.

ანალიტიკოსის თქმით, სავარაუდოდ, ზემოთ ხსენებული თანხა ავანსია საგაზაფხულო დესტრუქციული ქმედებებისთვის.

„იმედის” ინფორმაციით, ხოშტარიების ანგარიშზე მოსკოვიდან, ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით 30 000 გირვანქა სტერლინგი ჩაირიცხა.

სავარაუდოდ, ეს ავანსია საგაზაფხულო დესტრუქციული ქმედებებისთვის, რადგან ბოლო რამდენიმე თვე ფსევდოპატრიოტი რუბლოვნა ხოშტარია უმოქმედოდ იყო“, – წერს აბაშიძე “ფეისბუკზე”.