“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – გლობალიზაციის ღვარცოფია! გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია, ამის შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ ყველა ინსტიტუცია, ყველა მოქალაქე უნდა შეეცადოს, რომ შეინარჩუნოს ჩვენი ფესვები, ფასეულობები , ის, რითაც ქართველი ერი, ქართული გენი დღემდე მოვიდა”, – განაცხადა მეცნიერმა ვალერი ასათიანმა.

მან „საზოგადოება ქართულის“ დაფუძნების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საზოგადოება ქართული“ ეროვნული იდეის ირგვლივ იკრიბება. იქმნება ერთობა და მთავარი გზამკვლევია ის, რაც იყო და იქნება ყოველთვის ერისთვის: მამული, ენა, სარწმუნოება, ღმერთი სამშობლო, ადამიანი და ამ ფასეულობების ირგვლივ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.

ერთი სიტყვით, გლობალიზაციის პირობებში ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ცოტა გადაჭარბებული თუ არ იქნება, აი, ჯვაროსნული ლაშქრობაა საჭირო“, – განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის: „საზოგადოება ქართული“ დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ დაფუძნდა.