„აშკარად ჩანდა, რომ კანონის მომხრეებს წაკითხული ჰქონდათ ყველა კანონი: ქართულიც, რუსულიც, ამერიკულიც და ევროპულიც, ხოლო კანონის მოწინააღმდეგეებს – არც ერთი“, – წერს სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

 

“გაოგნებული ვარ ამ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ქართული საზოგადოების აქტიურობით. ოპოზიციის და მათი ენჯეოების მხრიდან დიდი ფულით დაფინანსებულ საინფორმაციო კამპანიას ქართველმა ხალხმა შიშველი ხელებით მოუგო. ისინი არ მორიდებიან ოპოზიციის ბინძურ ლექსიკას, შეურაცხყოფებს მიუხედავად იმისა, ვინ წერდა კომენტარს – პროფესორი, აკადემიკოსი, ცნობილი სახე თუ რიგითი მოქალაქე, ყველას მიმართ მხოლოდ აგრესიული ლანძღვა მოდიოდა.

განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ საზოგადოება არ აჰყვა მათ აგრესიულ ბინძურ ლექსიკას, ერთეულების გარდა. ოპოზიციის მიზანი იყო, “გამჭვირვალობის კანონის” მხარდამჭერების მარგინალიზაცია მოეხდინა, რაც ვერ შეძლო. კანონის მოწინააღმდეგე ე.წ. ელიტა თავად გახდა მარგინალი. განსაკუთრებით გუშინდელი ღამე იყო გამორჩეული. მთელი ღამე არ ეძინა ხალხს და ცდილობდნენ, ყველასთვის დასაბუთებულად აეხსნათ სიმართლე.

ქვეყანა ძლიერია მაშინ, როდესაც ჰყავს ძლიერი, განათლებული და დემოკრატიული საზოგადოება”, – წერს ჩიბურდანიძე.