„კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს – ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნიდან 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, იყოს ყველასთვის ცნობილი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.

„ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ, მე არ მესმის, რას ნიშნავს “რუსული”. კანონზე, რომელზეც ჩვენ შარშანაც ვმუშაობდით, წელსაც, არაერთხელ, განმარტება გაკეთდა. ჩვენ გეუბნებით, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში; ახლა საფრანგეთშიც მიიღეს. სხვანაირი არ არსებობს. თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ მზად ვართ, გავცეთ პასუხი იმას, რასაც ხალხი აპროტესტებს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.