„ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს, საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„აქვე, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ: რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას – არა რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, – რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.