„მაღალი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და სიმართლის უზენაესობა – ამას ვხედავთ თითოეული მოქალაქე ამ წუთებში პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას. მამუკა მდინარაძემ შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით“, – ასე ეხმაურებბა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას.

„ოპოზიციას თავისი სამარცხვინო ტყუილები დილის საუზმედ მიართვა უმრავლესობის ლიდერმა და კარგად დაანაყრა. ამის შემდეგ, თავმოყვარეობა თუ აქვთ, დარბაზი უნდა დატოვონ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი? ხელისუფლების სიმართლე პირდაპირ ეთერში დაინახა მთელმა მსოფლიომ. ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში, უსმენენ უცხო ქვეყნების ელჩები, უყურებს სრულიად საქართველო. ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.