„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„სალომე ზურაბიშვილო!!! შენი ხელით “ბოთლიდან” გამოშვებული უსამშობლო, უსინდისო “ჯინის” იმედით გააკეთა ამ არარაობამ დღეს ის, რაც გააკეთა! ყველა იმის წაქეზებით, ვინც კაცი მეგონა და ვინც გვერდში ჰყავს დღეს ამოფარებული თავის ადმინისტრაციაში! მოიყვანეთ დღეს შოლცები და კრამერები იმ დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც გვიწუნებთ! მათთან ერთად გაარჩიეთ დღეს მდინარაძეზე თქვენი რუსული თავდასხმა! ხელისუფლებავ! არც ერთი ნაბიჯი უკან! “გულანთებულო” მონებო! გაგა-ლაზარე-ბინებთ თქვენს არარაობა პრეზიდენტთან ერთად! ვის მოგწვდებათ კიდევ თქვენი ბინძური მუშტები? დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ მის მიერ ჩადენილ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, ხვალ ჩემს შვილსა თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო, შურისძიებასა და ლინჩის წესს მივმართო?!“ – წერს ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.