„ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასეც იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ: ქართველი ხალხი ამბობს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღეთ-მეთქი და, სად ამბობსო… მეტი რა თქვან?“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განხილვისას.

მდინარაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას – ” შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო”.

“ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა შავ ფულს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.