“ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, არჩევნების შემდეგ გადადეთო [კანონპროექტის განხილვა]“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს – ლევან ხაბეიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას.

„იმავე ლოგიკით, მეც მოგიწოდებთ. რაღას ნერვიულობთ მაშინ? ამ ხალხს რაღას ატყუებთ? ხუთ და ექვს თვეში, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.