„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციონერ იაგო ხვიჩიას პასუხობს, რომელმაც დასვა შეკითხვა – ვის იმედად რჩება საქართველო, თუ არ ხდება ევროპელი პარტნიორების აზრის გათვალისწინება.

„იაგო ხვიჩიას შეკითხვას ჩემი მოკრძალებული პასუხი: “შოლცის, კრამერის, კუბილიუსის, ფონ კრამონის პოზიციის გაუთვალისწინებლობით, ვის იმედად რჩება საქართველო?” – ღვთის, სამშობლოს, ქართველობის!!! გადახედეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას! კუბილიუსის წინაპართა იმედად ვიყავით, რამაც აქამდე მოიყვანა საქართველო? რამაც ქართველთა მჩაგვრელ მონღოლთა, არაბთა, სპარსელთა, ოსმალთა, ბიზანტიელთა თუ ორგზის რუსების იმპერია გააქრო დედამიწის ზურგიდან, ხოლო ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით? ღმერთი, ბატონო იაგო! ღმერთი ჰქვია იმას, ვის იმედადაც ვართ! არა რუსულ ღმერთს? აბა, თქვენ იცით!“ – წერს დავით ქართველიშვილი.