„ფრანგმა გაიგო, მოეწონა კიდეც და უკვე მიღებული აქვს ქვედა პალატას და მიიღებს, სავარაუდოდ, ზედა პალატითაც“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.

„შეცდომაც კი ჰქონდათ დაშვებული ინიცირებულ პროექტში, ევროპის ქვეყნებიც კი იყო კანონის დაფარვის ზონაში. სიმკაცრეზე რომ ლაპარაკობთ, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, – ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა. და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებით. მეტი სიმკაცრე რა გინდათ? და ჩვენ, მონიტორინგი 6 თვეში რატომაა და ერთ წელიწადში რატომ უნდა შეავსოს დეკლარაცია, ამაზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.