ანალიტიკოსი გია აბაშიძე ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას “ფეისბუკის” გვერდზე ეხმაურება.

„ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა – არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც, “ლელოში” თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა “ნაცპარტიაში” სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს.
პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი.
ძალიან ვთხოვ “ქართული ოცნების” აღშფოთებულ გულშემატკივრებს, ძალადობას არ უპასუხონ ძალადობით, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განვსხვავდებით ნაცნაძირლებისგან“, – წერს აბაშიძე.