დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა. ეს განცხადება კემერონმა რადიო “LBC-სთან” განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა თქვა, რომ გასულ დღეებში ბრიტანულმა ავიაციამ ისრაელის თავზე რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო.

„ჩვენ როგორც ერთმა ცალკე აღებულმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მეტი გავაკეთეთ. გადავამზადეთ 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, პირველებმა გადავეცით მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, შორი მოქმედების არტილერია და ტანკები. თუმცა, თუ გსურს, თავი აარიდო ესკალაციას და ევროპაში ომის გაფართოებას, პირველ რიგში, არ უნდა დაუშვა, რომ ნატო-ს ჯარები პირდაპირ კონტაქტში შევიდნენ რუსულ ჯარებთან. ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას განაპირობებდა“, – აღნიშნა კემერონმა.