ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.

„ტელეკომპანია “მთავარში” ჩარიცხულმა ფულმა, რომელიც ლგბტ არასამთავრობოსთვის იყო განკუთვლილი, ადრესატამდე მიღწია და დაიწყო მოქმედება. ამათ ლგბტ ადამიანები ისე აწუხებთ, როგორც მე – ზურა ჯაფარიძის ჯანმრთელობა. აკი ნიკა გვარამიამაც განაცხადა – მიზნობრიობის გარეშე ყოფილა ეს ფული.

გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო; ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ამის შემსრულებელი იყო ის კაცი, რომელიც იფიცებოდა, – არასდროს კაპიკი ფული არ მაქვს აღებულიო.
დავიჯერო ახლა ეს?
ეტყობა, იმდენად უუნაროა, ფხიზელმა ვერ შეძლო დაკვეთის შესრულება და მთვრალს “გამბედაობა” მოემატა. აბა, ფხიზელი მამუკას ამას ვერ გაუბედავდა.
აი, ეს ხალხი ხართ თქვენ – მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები, მაგრამ “არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს!“ – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.