ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ათამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში აქციაზე მყოფი მოქალაქეებიდან არავის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო.

ცნობისთვის: პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.