“სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პატრონებთან ერთად ცდილობს გაიმეორონ 2013 წლის კიევის “მაიდნის” სცენარი საქართველოში! მისი მხრიდან მაკრონისა და მიშელისადმი მიმართვა სწორედ ამას ემსახურება”, – წერს მოძრაობა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე”.

“მოსალოდნელია, რომ ხვალ “ცეკადან” ანუ ბრიუსელიდან გაისმება მუქარა საქართველოს მიმართ, რაც გამოყენებული იქნება საპროტესტო მუხტის ასაწევად, რადგან რამოდენიმე ასეული ანგაჟირებული ადამიანით ქვეყნის დესტაბილიზაციას ვერ ახერხებენ! შემდეგ…შემდეგ, ვიქტორია ნულანდი ან სხვა ნულანდი გამოჩნდება თბილისში და სენდვიჩებსაც დაარიგებს…

მაგრამ 2013-2014 წლებისგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობაა და ასევე, რადიკალურად განსხვავებულია ქართული სახელმწიფოც! ამიტომ, “მაიდანს” თბილისში ვერ განახორციელებთ!!!”- წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.