„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ტერორისტების მფარველი ზურაბიშვილი თავისი მორიგი ზონდერის ხელით მოსაკლავად იმეტებს ქართველ პოლიციელს და მიმართავს შარლ მიშელს თხოვნით – მოიწვიოს ევროსაბჭოს სხდომა თავისი კრიმინალური ქმედებების “გასაპრავებლად” და საქართველოს ერთი იმპერიის ხელში მიტოვებული მენშევიკების საქმის ბოლომდე მიყვანის – მისი ახალ კოლონიად გადაქცევის მიზნით”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ევროპის საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილი ვითარების რიგგარეშე განხილვისკენ მოუწოდა.