საქართველოში შექმნილ ვითარებას ბიბლიურ თქმულებებს ადარებს ვრცელ პოსტშიხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში სწორედ ამ პარალელებზე წერს.

განსაკუთრებულ აქცენტს ის ღალატზე აკეთებს და აცხადებს, რომ რადიკალების ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად გამოიყურება.

დაწყებული 1989 წლიდან, არცერთ დიდ მარხვას არ ჩაუვლია საქართველოს უახლოეს ისტორიაში უდიდესი განსაცდელის გადალახვის გარეშე. გამონაკლისი არც შარშანდელი იყო, თავისი სახელმწიფო გადატრიალებისგენერალურ რეპეტიციადქცეული აქციებით, გამონაკლისს არც წლევანდელი წარმოადგენს. მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი რამ: ფინალში სატანა აუცილებლად მარცხდება, კაცობრიობის სანუგეშოდ გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი და სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი მაცხოვარი კვლავ ანუგეშებს თავის ერთგულ მომხრეებს მრავალსაუკუნოვანი შეძახილითქრისტე აღდგა! მანამდე კი, გვიახლოვდება იუდა ისკარიოტელის მიერ მაცხოვრის გაცემის დღევნების ოთხშაბათი

ამ დღეს განსაკუთრებით ერთ ღირსეულ ქართველ ადამიანს ხშირად საყვედურობენრამ ამოგაყვანინა წუმპიდან ეს უამრავი პერსონაჟი, რამ მიგაცემინა მათთვისადამიანისიერსახე, რომლებმაც თუნდაც ფინალური, დასამშვიდებელი ამბორისყოფის გარეშე გიღალატეს პირადად შენ და დღემდე ღალატობენ დიდი სიამოვნებით მათთვის ამ უცხო სხეულად ქცეულსამშობლოს“. 

უფალმაც ყველას მისცა შანსი, საკუთარ თავში ღმერთის ხატი და მსგავსება აღმოეჩინა, ადამიანური იერსახე დაებრუნებინამან უწიგნური გლეხებისა და მეთევზეთა რიგებიდან ამოირჩია ის პირველი, თორმეტი უერთგულესი. მრავალი დღე გაატარა მათთან ერთად, ასწავლიდა, უყვარდა, ეფერებოდა, სასწაულებით ანებივრებდა, ცხოვრების მაგალითს აძლევდა. შედეგად? სიმონპეტრემ სამგზის უარყო, ღვთისმშობლის ხორციელმა დეიდაშვილმა ნეპოტიზმის უფლებით შეეცადა რომ ესარგებლასაკუთარი შვილებისთვის, იაკობისა და იოანესთვის, ცათა სასუფეველში უფროთბილდამომგებიანადგილებს რომ სთხოვდა მაცხოვარს

დანარჩენებიც გაიფანტნენ, გაიქცნენ, მიატოვეს, შეეშინდათროდესაც გოლგოთაზე ადიოდა, მათ შორის მათი ცოდვების საკუთარ უცოდველ მხრებზე ასატვირთად. ერთადერთიიოანე დარჩა მასთან ბოლომდე, რომლის მზრუნველობას თავისი საყვარელი დედა ჩააბარა და გარკვეულწილად ამ ერთგულებისთვის დააჯილდოვა კიდეცათორმეტთაგან ერთადერთს აარიდა მოწამებრივი აღსასრული, ღრმა მოხუცებულობამდე მიიყვანა და პატმოსის კუნძულზე სწორედ მას ჩააბარაბოლო ჟამისსაიდუმლო

ხოლო ყველაზე სანდო მათ შორის იუდა იყო ისკარიოტელი, რომელსაც შემოწირულების ყუთი ჩააბარა, მაგრამ ფულთან სიახლოვემ მის სულში და გულში სატანას გაუღო კარი, რომელმაც მასში სიყვარული კი დაამარცხა, მაგრამ დღევანდელიიუდებისაგანგანსხვავებით, სინდის/ნამუსი მაინც ვერ მოკლა ბოლომდე: ღალატის ფული დააბრუნებინა ღალატის დამკვეთებისთვის. და თუნდაც უპატიებელ ცოდვამდეთვითმკვლელობამდე მივიდა, მაგრამ ესეც ჩადენილი ღალატის გამო საკუთარი თავისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო. აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში. დააბრუნებინებთ კი არა, ამ თანხების გამოაშკარავება და გამჭვირვალობაც კი ისეთ პანიკაში აგდებთ, რომ ამის არდაშვების მიზნით მზად არიანმოცეკვავე სალომეასახირებითა და ჰეროდეს მორიგი ბრძანებით, ქვეყანას თავი მოკვეთონ და ლარნაკით მიართვან ლუციფერს. იმ ყოფილ სოციალურად დაუცველებს, შერეკილ ფილოსოფოსებს, ცბიერუფლებადამცველებს“, ლგბტპროპაგანდისტებს, მენშევიკების შთამომავლებს თუ მეორეხარისხოვან ადვოკატებს, უფალი რომ ბრმა ჰგონიათ, აი, იმათ

უფლის უახლოეს გარემოცვაში ყველაზე განსწავლული სწორედ ის სავლე აღმოჩნდა, რომელიც თავის წარსულ ცხოვრებაში, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „ნაციყოფილა. დღევანდელი გაგებით, „ზონდერებისწევრი იყო და დევნიდა უფალს და მის მოწაფეებსმაგრამ მისი შინაგანი ლტოლვა ღვთისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ ისგაქოცდა“, პავლედ იქცა, ახლად შობილი ეკლესიის ბურჯად და მისი სწავლების პირველ მწერლად ჩამოყალიბდა და ღმერთის მიმართ ურყევი სიყვარულით გამოირჩეოდა, მის გამო მოწამებრივი გვირგვინიც იტვირთა. მასთან ერთადათორმეტთაგანიდან იმ დანარჩენებმაც გამოისყიდეს თავისი ადამიანური სისუსტესისუსტე, და არა ღალატი

დღევანდელ მოღალატეებში არა ეს სისუსტე მოქმედებს, არამედ პირიქითთავისსიძლიერედაღქმული კლასიკური ღალატი, მიზანმიმართული მავნებლობა და ბანალური ვერცხლისმოყვარეობა. არც თავის მოკვლას აპირებს ვინმე ამის გამო, და არც სინანულს გადააყოლებს ესოდენსიმწრითნაშოვნ 30 ვერცხლს. მათ ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად გამოიყურებაამ შედარების რა თქმა უნდა, მხოლოდ პირობითი და მის თანამედროვე შთამომავლებთან პარალელების გავლების გაგებით…” – წერს სოციალურ ქსელშიხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი.