„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტის სახალხო განხილვისას სინანულს გამოთქვამს, რომ კომისიაში, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი ჯგუფია წარმოდგენილი.

 

„ოპოზიციის მხოლოდ მცირე რაოდენობაა კომისიაში წარმოდგენილი, კერძოდ ევრო-სოციალისტები, რაც იმას მოწმობს, რომ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, როგორც ჩანს, მომხრეა ლგბტ თემატიკის პროპაგანდის, რადგან მათ უცხოელმა პატრონებმა ასე დაავალეს.

კანონმდებლობის ძირითადი მიზანია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.