“იშვიათია ასეთი რამ მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია, 12 წელი, ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ შედეგებს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.

„ვარწმუნებ ჩვენს ამომრჩეველს, – გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არც ერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება. სწორედ ამ შეგნებით; სწორედ იმ გაგებით, რომ ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა, გარწმუნებთ, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და მომდევნო ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში.

ჩვენი გუნდი აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56.1% მიიღო.