“მინდა, პირველ რიგში, მადლობით დავიწყო – მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ, ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები; დაცული იყოს, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და,.რა თქმა უნდა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა და თავისი პრინციპულობით იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას”, – განაცხადა კალაძემ.