“მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა ქართველ ხალხს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

„ამ 12 წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ წლების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ვერც ერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად.

მადლობა ქართველ ხალხს – გამოცდილ და ბრძენ ხალხს თანადგომისთვის. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი.

მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56.1% მიიღო.