“დღეს ვინც ფილარმონიასთან გაიარეთ, იმედია მიტინგი არ გეგონათ: სამშენებლო კომპანია “არქი”-სთანაა უზრმაზარი რიგი-ხალხი ბინებს ყიდულობს!,- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ეს რას ნიშნავს? 1. ეს ნიშნავს, რომ ხალხს საშუალება და ფულიც აქვს და სწორედ ამიტომაც ყიდულიბს ბინებს, რაც ძალიან კარგია! 2. ბიზნესი და ეკონომიკა ვითარდება, რაც ასევე ძალიან კარგია ! 3. სხვათაშორის ბიზნესმენებს არავინ ატერორებს და ღამით ქონებას არც არავინ ართმევს-ეს ხომ დიდებულია! 4. ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, თორემ ლომჯარიას ნატვრის შესაბამისად თავზე ბომბები რომ გვცვივოდეს, ან ბინებს ვინ ააშენებდა ან ვინ იყიდდა?”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი”ფეისბუკის” გვერდზე.