„როგორც “TV პირველი” იუწყება, “ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახეები იქნებიან… “ნაც-იდეებით” გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც “ახალ “ნაცებს” არქმევენ. საერთოდ, მე მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს – ისედაც “ნაცები” იყვნენ და ახლა, როცა ოფიციალურად დაირქვეს სახელი…“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” ახალ სახეებზე, რომელთა შორის არიან გია ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, ზაზა ბიბილაშვილი, ლაშა ბაქრაძე და თამარ კორძაია.
„რაც მალე გამოტყდებიან თავიან “ნაცობაში”, უკეთესია. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე მათ – ვერც ახალ და ვერც ძველ “ნაცებს” წარმატებას ვერ ვუსურვებ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორ მიართვეს ხონჩით ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპანტს და როგორ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს. რაც შეეხება ამ ვითომდა ახალ სახეებს, ალბათ, პასუხისმგებლობასაც იღებენ ამ პარტიის ძველ და ახალ მავნებლობაზე“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.