„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აფასებს.
„თითქმის ყველამ დაწერა საფრანგეთის არჩევნებზე; ბარემ, მეც შევეხები. ამ ეტაპზე (!) საფრანგეთში გაიმარჯვა deep state-მა და, დიდი ალბათობით, მემარცხენე კოალიცია მაკრონთან ალიანსში ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას. ეს ვითარება მაკრონისთვის უფრო მომგებიანია – ის შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო ძირითად პასუხისმგებლობას მემარცხენეებს გადააბარებს.
ამ გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ელექტორალური ძალა მიგრანტებია, რომლებმაც, ფაქტობრივად, ასპროცენტიანი აქტივობა დააფიქსირეს მეორე ტურში. მათ მშვენივრად ესმით, თუ ვის ხარჯზე მოიგეს ფრანგმა „აბორიგენებმა”, ამიტომ “აფრო/აზიური” სეგმენტის რეიტინგი საფრანგეთის უკლებლივ ყველა საზოგადოებრივ/პოლიტიკურ სფეროში მხოლოდ აიწევს.
საფრანგეთის “საფრიკაზიად” გადაქცევა აწი ნახეთ. ხოლო მარინ ლე პენის პოლიტტექნოლოგებს, ჩატარებული მეორე ტურისთვის, შეგვიძლია, დამსახურებული „ორიანი” დავუწეროთ.
არჩევნები კი დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური თუ საპარლამენტო კრიზისი ამით არ დასრულებულა. ამ კუთხით, ფრანგული და ბრიტანული არჩევნები ერთმანეთს საოცრად ჰგავს. პარიზსა და ლონდონშიც, მესამე ადგილებზე გასული ულტრამემარჯვენეები საბოლოო დანებებას არ აპირებენ და ტურბულენტური პერიოდის გაგრძელებით იმუქრებიან მანამ, სანამ მომავალ არჩევნებზე (ვადამდელ თუ გეგმურზე) საბოლოო გამარჯვებას არ ეღირსებიან. მანამდე კი ამ ქვეყნებში გველოდება ქაოსი, ცნობილი პრინციპიდან გამომდინარე: “რაც მოგივა დავითაო…” – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.