“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი სახეების: გია ჯაფარიძის, არმაზ ახვლედიანის, ზაზა ბიბილაშვილის, ლაშა ბაქრაძისა და თამარ კორძაიას შესვლას გამოეხმაურა.
“ნაცობა“ დანაშაულია!
„ნაცობა“ სირცხვილია!
„ნაცობა“ ანტიქართული საქმეა!
2024 წლის 26 ოქტომბრის პოლიტიკური შერკინებისთვის “ნაცმოძრაობის” შემადგენლობას, სხვა დანარჩენთან ერთად, “ახალი” სახეები უერთდებიან.
სამართლიანად ჩნდება კითხვა – ფოტოზე ნაჩვენები სახეებიდან ახალი ვინაა?!
აქამდე რომელიმე არ იყო „ნაცი“ და ახლა გახდა?!
მძიმე დიაგნოზია…
2024 წლის 26 ოქტომბერი პოლიტიკური პანღური იქნება “ნაცებისთვის”, თუნდაც, ამ ახალი კომპლექტაციით, რადგან მათი მთავარი ხაზი – ანტიქართულობა არ იცვლება და მათი რიგებიდან სისხლიან ხელებს წლების შემდეგაც ვერავინ იბანს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.