თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.
„საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას!
მხოლოდ მშვიდობასა და სტაბილურობას მოაქვს განვითარება.
საქართველოს გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავიცავთ მშვიდობასა და სტაბილურობას, უზრუნველვყოფთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.