“მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ცინიკური წერილი გაუგზავნა”, – წერს “Європейська правда”.
გამოცემამ 5 ივლისით დათარიღებული წერილი მოიპოვა, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ვიზიტისა და პუტინთან შეხვედრის დეტალებს აღწერს და ევროპელ ლიდერებს განუმარტავს, რომ ევროპული საბჭოს თუ ევროკავშირის სახელით, პუტინთან არანაირი აზრი არ დაუფიქსირებია.
გამოცემის ცნობით, წერილში, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, კრემლის პოზიციაც დეტალურად იყო წარმოდგენილი. წერილის თანახმად, კრემლში დარწმუნებულნი არიან, რომ დრო არა უკრაინის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს.
უნგრეთის პრემიერი უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს – ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
უნგრეთის პრემიერის ტურნეს შემდეგი გაჩერება ვაშინგტონია, სადაც ის ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.