საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მაკრონმა აღნიშნა აშშ-ისა და გერმანიის „ძლიერი წინააღმდეგობა“ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის მიწვევის გამო.

„საბოლოოდ, ეს იქნება მოკავშირეების გადაწყვეტილება, მიიწვიონ უკრაინა NATO-ში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მაკრონმა გაიხსენა გასული წლის ვილნიუსის სამიტის მოვლენები, როდესაც კიევს მიწვევაზე უარი უთხრეს.

„უკრაინელები საკმაოდ გაღიზიანდნენ, როდესაც დაასკვნეს, რომ კარი ღია იყო, მაგრამ – არც თუ ისე. ვფიქრობ, რომ ვაშინგტონის სამიტის სცენარი იგივეა“, – დასძინა მან.