ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე“.
„ამ დიდმა მამულიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს ქართველ ხალხს უთხრა: მოვდივარ იმისათვის, რათა ბოროტებას შევეჭიდო და დავამარცხო!
2012 წლის 1 ოქტომბერს
მოვიდა! ნახა! დაამარცხა!
ამის შემდეგ, გარე პატრონების მფარველობის ქვეშ მყოფი ბოროტება, “ნაცმოძრაობის” სახით, კვლავ ცდილობს გაცოცხლებას (“ნაცმოძრაობა”, “ლელო”, გახარია, გვარამია, მელია…)!
ამიტომ აუცილებელია 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ ამ ანტიქართულ ძალასთან მიმართებით, ფაქტობრივად, გადამწყვეტი რეფერენდუმის ჩატარება საკითხზე: ომი თუ მშვიდობა? ბოროტება თუ სიკეთე? ამისათვის საჭიროა ქუდზე კაცი 2024 წლის 26 ოქტომბერს და საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე საშინელი, კოლაბორაციონისტული და უსამშობლო ძალის – “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების ისტორიის ჭუჭყიან სანაგვეზე საბოლოოდ გაშვება!
ამას კი აუცილებლად სჭირდება პარლამენტში “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, რომელიც, დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება!
ჯერი ქართველ ხალხზეა!
ჩვენს უკან საქართველოა!
გამარჯვება საქართველოს დარჩება!
“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!” – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.