“ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE”.
“გახარიაც თუ შეუერთდა, მათ უნდა დავარქვათ პრინციპულები. საოცრებაა, წარმოუდგენელია, აგენტურის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორ უნდა დამაძალოს, რა უნდა მითხრას, რა უნდა მაიძულოს, რა უნდა გადამიხადოს ადამიანმა, რომ წავიდე და დავჯდე “ნაცებში”, მათ სიაში შევიდე, მათ შევუერთდე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.