„ნაცმოძრაობას“ რეალურად გლობალური ომის აგენტები ჰქვიათ და მათი მთავარი ნიშანი არის ის, რომ რასაც დაავალებენ გარედან იმას აკეთებენ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მამუკა მდინარაძემ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილი გახდა, პარტია “ლელო” ანა დოლიძის პარტიასთან “ხალხისთვის” და მოძრაობასთან “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ის ძალები, რომლებიც გიორგი გახარიას პარტიასთან უნდა გაერთიანებულიყო, სანაცვლოდ „ლელოსთან“ გაერთიანდა.
„რამდენიმე დღის წინ, ბატონმა გახარიამ, ჩვენგან მოღალატედ გასულმა ადამიანმა, ნაცების სასარგებლოდ მოღალატემ, მოსინჯა და თქვა, რომ მე „ლელო“ განაცებისგან უნდა დავიცვაო, „ლელო“ რაღა უნდა გაანაცო, უფრო მეტად „ლელო“ როგორ უნდა განაცდეს. სოციალურ ქსელში რეაქცია მოყვა, ზოგი დასცინოდა, ზოგი აგინებდა, ვეღარ გაბედეს და ახლა გადაალაგეს კონფიგურაცია. დღეს ის ძალები, რომლებიც გახარიასთან უნდა ჩაესვათ დოლიძის და მეორე რომ არის ცუცქირიძის სახით, ენჯეოშნიკი, ვითომ პარტიული რომ არ არის, ესენი ჩაუსვეს „ლელოს“. ახლა გატესტავენ, თუ მიუახლოვდა 5 პროცენტს დაიწყებენ ამათ გაძლიერებაზე მუშაობას, თუ არადა გახარიასაც ჩაუსვამენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.