“მშვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი, მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში “იმედი LIVE”.
„არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენ მოქალაქეებს – ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის – კეთილდღეობა არის ერთ-ერთი უპირობო ნიშანი, რომ ჩვენ ევროკავშირის კარი შევაღოთ. რატომ? ჩვენ ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით ძალიან, ესე მარტივად ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, ანუ არავინ მიიღებს 4000$-იან მშპ-ს ქვეყანას, მთლიანი შიდა პროდუქტი რომ გაქვს 4000$ ერთ სულ მოსახლეზე, ამას ევროკავშირში არავინ მიიღებს, ეს ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ, დღეს გადავცდით 8000-ს, მაგრამ კიდევ მეტს, 10-12-ს უნდა გადავცდეთ, იმისათვის, რომ ევროკავშირმა მიგვიღოს და ტვირთად არ დავაწვეთ ევროკავშირს, ამიტომ ჯერ არის კეთილდღეობა და მისი ლოგიკური გაგრძელებაა ევროკავშირის წევრობა. მომავალი ნათელია, ჩვენ ამის გვჯერა და ეს ნათელი მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ, უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ, როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. თუ საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, შემდეგ გაცილებით უკეთ იქნება ყველაფერი ვიდრე დღეს არის და კიდევ უფრო დავლაგდებით ყველასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.