fbpx
ორშაბათი, სექტემბერი 16, 2024

ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშილის უსაფრთხოების შესახებ: “არ არიან ადამიანის მკვლელობაზე წამსვლელები, თუ დაავიწყდათ ბიძია თემურის მილიონისა და “სნაიპერსკი ვინტოვკის” ამბავი?”

Must Read
spot_img

„ნურავის ექნება იმედი და ცრუ მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული მესიჯი, ქუდზე კაცის გამოსვლასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ამომრჩევლის ნაკლებობას ნიშნავს.

ბოლო კვლევით, 60% გარანტირებული აქვს პარტიას, მაგრამ მეტია საჭირო და აუცილებელი, მარტო იმისთვისაც კი, რომ დაუბრკოლებლად გასამართლდეს დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობა. ასევე უსამშობლო, დესტრუქციული, მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია რაც შეიძლება ნაკლები დეპუტატით იქნას წარმოდგენილი პარლამენტში და, გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ დაუბრკოლებლად შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეინარჩუნოს მშვიდობა, გააჯანსაღოს პოლიტიკური ველი და გაგრძელოს ეკონომიკური წინსვლა”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც მცხეთაში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალურ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

“ასე რომ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, – ნათქვამია.

P.S. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას: რა, არ არიან ადამიანის მკვლელობაზე წამსვლელები (ყველას გვახსოვს, 2012 წელს როგორ დაჰყვებოდა ამერიკის მაშინდელი ელჩი ივანიშვილს რეგიონებში, რადგან იყო ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ), თუ დაავიწყდათ ბიძია თემურის მილიონისა და “სნაიპერსკი ვინტოვკის” ამბავი?“ – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.

- Advertisement -spot_img

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img
Latest News

გურამ მაჭარაშვილი: “ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი”

„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ...
- Advertisement -spot_img

More Articles Like This

- Advertisement -spot_img