„ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო, სხვის შვილებს კი ნუ გაწირავთ, პირადად წადით უკრაინაში და იომეთ!
ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა, ვისაც მიგაჩნიათ რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო ან უნდა ჩაერთოს, პირდაპირ გეტყვით და მოგიწოდებთ შემდეგს:
1) საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, სწორედაც, პრაგმატულ პოლიტიკას და მისთვის უმთავრესი თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
2) დანარჩენმა ნაწილმა კი, ვინც ხელისუფლების ამ პოლიტიკას არ ეთანხმება და არ მოსწონს, ვინც გინდა იყავით – პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ ექსპერტი, მწერალი თუ ჟურნალისტი, ფერმერი თუ მუშა, წადით უკრაინაში და იომეთ! სხვის შვილებს კი ნუ გაწირავთ, პირადად ნახეთ სიკვდილიც, სისხლიც და დასახიჩრებაც. ნახეთ, თქვენი თვალით ნახეთ და, დიახ, პირადად წადით, იომეთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ თქვენი ოჯახის წევრების წაყვანაც – დედების, მამების, ძმების, დების, ქმრების, ცოლების, შვილების; თავისთავად ცხადია – საყვარლების წაყვანაც შეგიძლიათ! ხოლო, თუ ასე არ გინდათ, ასე არ გაწყობთ, მაშინ ერთი ადგილი დააყენეთ, თქვე მართლა უსამშობლო მავნებლებო!”