“ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ კოლექტიური დასავლეთი განსაკუთრებული მონდომებით ებრძვის საქართველოს და მის ხელისუფლებას, რომელმაც გაბედა და სახელმწიფო ინტერესები დასავლეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა!“ – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

“ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება, მიუღებელია დასავლეთისთვის, რადგან მათთვის ზოგადად სახელმწიფოებრიობის ცნება უცხო არის, – მათი ბატონი ფული გახლავთ!

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წერილი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეიცავდა; მათ შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ „დიფ სთეითი“, რომლის შესახებ არა მხოლოდ “ქართული ოცნება” არამედ ტრამპი და მასკი საუბრობენ, მაგრამ ქართულ ოპოზიციას ამის აღიარება ჯიუტად არ სურს! ფაქტობრივად, ყველა კარტი გახსნილია, დასავლეთი მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდა: “დაიწყეთ ომი! წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგსჯით!”

რადგან საქართველომ ომს მშვიდობა არჩია, კოლექტიურმა დასავლეთმა დასჯის ოპერაცია დაიწყო, რაც ცალკეულ პირთა სანქცირებაში აისახა. სწორედ სანქცირების დაწესებით დაუშვა დასავლეთმა დიდი შეცდომა. მათ, როგორც ჩანს, არ იციან საქართველოს ისტორია, ჩვენი წარსული და ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სარწმუნოებისთვის. ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც ცოტნე დადიანი, დემეტრე II, ასი ათასი მოწამე, თევდორე მღვდელი და სხვები გვყავს. რა მოსატანია სანქცია, როცა ქართველი საკუთარი სამშობლოსთვის სიცოცხლეს სიხარულით თმობდა! ჩვენზე გამარჯვება რთული და შეუძლებელია (ისტორია ამას გვეუბნება).

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ყველა წინა პირობა არსებობს, რომ „დიფ სთეითის“ ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდოს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, აუცილებლად უნდა შევეხოთ 2025 წელს ევროპის ქვეყნებში ჩასატარებელ არჩევნებს, რომლებსაც ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

“ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი საფრთხე გააუვნებელყო; მსოფლიოში არსებული არაერთი საომარი კონფლიქტის მიუხედავად, შეძლო სახელმწიფო ინტერესებისა და მშვიდობის დაცვა, რაც, მერწმუნეთ, საკმაოდ რთული და კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელი პროცესი იყო”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.