“რიტუალური შარდვის” პერფორმანსები (ჩვენს საფლავებზე, პარლამენტის ფოტოზე, წმიდანების ძეგლებზე) ჩაანაცვლა “რიტუალური ფურთხის” შიგ-ევროპულმა ტრადიციებმა. ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე “დახვეწილი” და ქართველობასთან “გალაქტიკურად” შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები”, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.
“აღარაფერს ვამბობ მოხუცებული პატრიარქის ფიზიკური მოსპობის დაუოკებელ სურვილზე, ვუდუ-როკვაზე, მაცხოვრის გამოსახულებით სასახლის დაწვაზე, ჯადოს რიტუალებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ უბინძურესი ლექსიკით შექმნილ “შედევრებზე”, რომლებმაც ამ “პეროვნებების” ჰიტ-პარადებში წამყვან ადგილებს იკავებენ.
ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ერის გენეტიკური ჯაჭვის გარღვევა, რომლის დამპალი და ჩაჟანგებული რგოლების აღდგენას ათეული წლები დაჭირდება. მაოცებს ჩემს მიერ აქამდე უაღრესად პატივსაცემი ადამიანების მხრიდან ამ ვაქხანალიის არა იმდენად ღია მოწონება, რომელსაც შეიძლება ადგილი არც კი ჰქონოდა – არამედ მათი დუმილი და ამით ამ სიმახინჯის წახალისება.
ცუნამიმ, ტორნადომ, ქარიშხალმა, ხანძარმა, გამყინვარებამ, გვალვამ – უკანასკნელ 4 წელიწადში გადაუარეს ამერიკას, უამრავი მსხვერპლი და ნახევარ ტრილიონის ზარალი მიაყენეს ქვეყანას. მაგრამ! ეს ჩვენი მენტალური ზარალი რომელ თანხაში გავატარო? რომელ კატასტროფას შევადარო? აქტიური შემსრულებელი შეიძლება ასობით შემოიფარგლებოდეს, მაგრამ მათი ღია თუ ფარული წამხალისებელი გულშემატკივარი – ასობით ათასობითაა. მე მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ვითარების გამოსწორების არანაირი ოპტიმისტური სცენარი არ გამაჩნია…” – წერს ქართველიშვილი.