გამოცემა “Financial Times-ი” დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს “easyJet-ი” და “British Airways-ი” იწყებენ.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“აპრილიდან თბილისის მიმართულებით “easyJet-ი” იფრენს. აქამდე, აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე, “easyJet-ი” ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში, “British Airways-იც” განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით.

ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის”, – წერს “Financial Times-ი”.

სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს:

“საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს; შეგიძლიათ, ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს”, – წერს “Financial Times-ი”.