„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აბუ-დაბიში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატსა და რადიკალ აქტივისტს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ნაცის“ “ბლატაობა”, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რაში გამოიხატება: ჯერ უნდა იუზრდელოს, მერე უნდა იპროვოკატოროს და იძველბიჭოს, თან, “ნაცმა”, რომლების 80%-ზე მეტი სადარბაზოებიდან თავს ვერ ყოფდნენ თავის დროზე; იძველბიჭოს, იგინოს, დედა აგინოს და ყურს შეაჩვიოს ეს დედის გინება – თითქოს, ჩვეულებრივი ამბავია ქართველისთვის, და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პოლიციაში პასტა და ფურცელი არ გააგდოს ხელიდან. და მერე, როცა მიხვდება, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მართლები აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ ისინი საპასუხო რეაგირების ფარგლებში იმყოფებოდნენ და აბუ- დაბის პოლიციამ ეს გაითვალისწინა, მერე უკვე ეს ამბავი და მთელი სიმძიმის ცენტრი (პოლიციაში თავისი საჩივრის თუ დამოკიდებულების) გადაიტანოს ადამიანზე, რომელმაც ამ დეპუტატებს მხარი დაუჭირა. და ის ადამიანია ახლა დაკავებული და მის გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე მიდის საუბარი, წარმოიდგინეთ. ანუ ინტრიგანობა, პროვოკატორობა, მერე ძველბიჭობა და მერე ჩივილი რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი.
იმ ადამიანზე ბევრი რაღაც გავიგეთ. ამაზე მეტს მე ვერ ვილაპარაკებ, ჩემს თავს ვცემ პატივს და საზოგადოებას, რომელიც გვისმენს, მაგრამ ეს არის “ნაცის” ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, აქციონ. აქაც იგივე პასუხი გვაქვს: ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა მომხრეებმა, სისხლით და ხორცით და სულით ქართველებმა რომ იკადრონ მსგავსი რაღაც… ანუ წარმოიდგინეთ, “ნაცებისთვის” არ უკადრებიათ, ქუჩაში “ნაცებს” ხედავენ ადამიანები – მკვლელებს, ჯალათებს და ამ სისტემის სათავეში მყოფებს და იმას ატარებენ მოთმინებით და სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ესენი მოგონილი ბრალდებით დასდევენ დეპუტატებს. ჩემს სამშობლოს ვემსახურო და ქუჩაში არ გავიარო – ამაზე მქონდეს საფიქრალი? აქ მართლა თავს შეაკლავს ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ჩემიდან დაწყებული, ბევრით გაგრძელებული და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ყველა ჩვენგანი ღრმად ვართ იმაში დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ჩვენს სამშობლოს ემსახურება და, აქედან გამომდინარე, ვიღაცა აგენტების, სასარგებლო იდიოტების (თვითონ რომ ეძახიან) შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს?! ქართველი კაცი ამისთვის თავს გადადებს და ცოტა დაფიქრდნენ, რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.