კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი. სტატია გამოცემა „WIS-მა“ გასულ წელს გამოაქვეყნა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ, ინციდენტის მოხსენების თანახმად, შემთხვევა კოლუმბიის პრესბიტერიანული საზოგადოების მოვლის ცენტრში მოხდა. დაწესებულების აღმასრულებელმა დირექტორმა ადგილზე სამართალდამცველებს განუცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი შეესწრო როქსანა უილსონის თავდასხმას დედაზე.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, სამედიცინო პერსონალმა ჯო უილსონის მეუღლეს აცნობა, რომ მისმა დედამ, მცდელობის მიუხედავად, წამლები არ მიიღო. როქსანა უილსონი დედამისისთვის წამლის პირში ძალდატანებით ჩადებაშია დადანაშაულებული.
ანგარიშში წერია: ჯო უილსონის მეუღლემ განაცხადა : „შენ უნდა მიიღო ეს წყეული წამალი” და, ჩანგლის დახმარებით, იგი პირში ჩაუტენა. ამის შემდეგ დაიწყო პირში წყლის ძალდატანებით ჩასხმა, სანამ მან დახრჩობა არ დაიწყო.
სამართალდამცველებმა პაციენტთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ მოხუცს დემენცია ჰქონდა, თავად ჯო უილსონის მეუღლემ კი თავდასხმის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მას მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია“.