საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა ისაუბრა.

„საკუთარ უნივერსიტეტს არცერთი პროფესორი არ მოქცევია ისე, როგორც მოექცა ქალბატონი ალასანია, რომელმაც გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. ჯერ გახსნა რამდენიმეაუდიტორიიანი ცენტრი და შემდეგ წაიღო უნივერსიტეტის თითქმის ნახევარი ქონება“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.