“პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ საგამოძიებო კომისიას წარუდგინა მტკიცებულებები, თუ როგორ იყო ყელამდე ჩაფლული სააკაშვილის ოჯახი იმ საშინელ ელიტურ კორუფციაში, რომელიც საქართველოში მძვინვარებდა 2003-2022 წლებში”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

“სარგებლობდა რა ქვეყანაში არსებული უაღრესად მძიმე ვითარებით, აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ართმევდა და საკუთარ დედას უფორმებდა სახელმწიფოს კუთვნილ შენობებს, და არა მარტო სახელმწიფო შენობებს… რის ნიადაგზეც დღეს ეს ოჯახი მულტიმილიარდერია საქართველოში.

ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ დოკუმენტების საფუძველზე კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა ის უზნეო ქმედებები, რასაც სააკაშვილის კარის ჟურნალისტი ჟორჟოლიანი სჩადიოდა ცალკეული ადამიანების მიმართ. კერძოდ, იმდროინდელი “რუსთავი – 2-ის” ჟურნალისტი ნანული ჟორჟოლიანი, სარგებლობდა რა სააკაშვილთან სიახლოვით და მისი ქმრის მაღალი თანამდებობით, საკუთარი მეუღლის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმის წარმომადგენლები, ნანულის ბრძანების საფუძველზე, ფიზიკურად სჯიდნენ და უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. ეს ქალბატონი, რომელსაც სააკაშვილის სისტემის მეშვეობით ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ითვისებდა ცალკეული ბიზნესმენებისათვის უკანონოდ წართმეულ ძვირად ღირებულ სატრანსპორტო საშუალებებს თუ სხვა ქონებებს.

ამიტომაც, უდავოდ და უეჭველად, ამ ადამიანებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგონ სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე”, – წერს გვენეტაძე.