“ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ვატიკანში გამართულ შეხვედრას ეხმაურება, სადაც ისინი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

“ალბათ, უთხრა – მანამდე ხომ გნახე? აშშ-უკრაინის ლიდერთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერი, მოგვიანებით შეხვდნენ ზელენსკის”, – წერს გია აბაშიძე.