მოსამართლე გიორგი ებანოიძე „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სტატიას ეხმაურება, სადაც მოსამართლეები აფასებენ ევრორეკომენდაციას, რომელიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს გულისხმობს.
„ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასდროს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, – ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცდება, ჩემთვის როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“, – წერს გიორგი ებანოიძე.