“ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა“, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის – დევი ჭანკოტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება”.

 

„არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ- ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან ანტისახელმწიფოებრივ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფატალური შედეგი მარტივად ააყირავებს მოქმედ ხელისუფლებას. შესაბამისი სამსახურები დარწმუნებული ვარ ყველა ზომას მიიღებენ, მაგრამ ახალგაზრდებო, უშინაარსო პროტესტს აყოლილო ადამიანებო, გაფრთხილდით, თქვენ ოპოზიციისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ანკესზე წამოგებული უმნიშვნელო სატყუარა ხართ”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.