“ნაც-ლიბერალური ოპოზიცია მთელი დღეა გაჰყვირის, რომ მსგავსი კანონის მიღების შემდეგ, ყირგიზეთში სოროსის ფონდმა მუშაობა შეწყვიტაო. მათ ჰგონიათ, რომ ეს კანონპროექტის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, იმას ვერ ხვდებიან რომ პირიქით, ეს კიდევ უფრო მყარად გვარწმუნებს გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში!” – წერს მოძრაობა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე”.

“სოროსის ფონდი არის ყველა უბედურების სათავე, რადგან უკანასკნელი 30 წელია ეს ორგანიზაცია ემსახურება ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას, ტრადიცული ღირებულებების მოშლას, ეკლესიის დისკრედიტაციას, განათლების სისტემის ნგრევას, ეროვნული იდენტობის წაშლას და საბოლოო ჯამში ახალი ქართველის – უსამშობლო ადამიანის გამოყვანას!

მართალია, კანონი გამჭვირვალობის შესახებ არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვას არ გულისხმობს, მაგრამ ეს კანონი ამხელს სოროსის ფონდის და სხვა ორგანიზაციების რეალურ მიზნებს და თუ ეს სოროსის საქართველოდან გაძევებას გამოიწვევს, ქართველი ხალხი მხოლოდ მიესალმება!” – წერს ვატო შაქარიშვილი.